| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნეპალში დაწყებული დემონსტრაციებს 21 აქტივისტი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, 8 სექტემბერს ნეპალში საპროტესტო აქციებზე მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებისას 19 დემონსტრანტი დაიღუპა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შარმა ოლი გადადგა. 9 სექტემბერს კიდევ 2 აქტივისტი დაიღუპა.
გარდა გპრემიერის ადადგომისა, თანამდებობა დატოვა სხვა რამდენიმე მინისტრმაც. ამასთან, მთავრობამ მოხსნა რამდენიმე დღის წინ დაწესებული აკრძალვა ძირითად სოციალურ მედია პლატფორმებზე, მათ შორის WhatsApp-სა და Instagram-ზე. მთავრობას ასევე დაწესებული ჰქონდა კომენდანტის საათი, რომელსაც დემონსტრანტები არ ემორჩილებოდნენ.
ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ ქვეყანაში 26 პოპულარული სოციალური ქსელი აკრძალა. მასში აქტიურად მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, რის გამოც მსოფლიოს სხვადასხვა მედიები მოვლენებს „ჯენ ზის პროტესტს“ ეძახდნენ. აქციების დროს ხშირი ლოზუნგები: „დაბლოკეთ კორუფცია და არა სოციალური მედია“.
თავად დემონსტრაციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებზე დაწესებული შეზღუდვები პროტესტის ერთადერთი მიზეზი არაა. წლების განმავლობაში იზრდებოდა ხალხის უკმაყოფილება ეკონომიკური შესაძლებლობების ფაქტობრივი არარსებობის გამო. პარალელურად, სულ უფრო პოპულარული ხდებოდა ონლაინ მოძრაობა„ნეპო ბავშვების“ ( ბავშვები, რომლებიც სარგებელს ნეპოტიზმით იღებენ) წინააღმდეგ.
მშვიდობიანი პროტესტი 8 სექტემბერს დილიდან დაიწყო. სიტუაცია რამდენიმე საათში დაიძაბა და დაიწყო შეტაკებები. პოლიციამ დემონსტრანტების მიმართულებით საბრძოლო ტყვიების სროლა დაიწყო. ამავე დღეს ნეპალის მთავრობამ დედაქალაქ კატმანდუში კომენდანტის საათი დააწესა, თუმცა დემონსტრანტებმა ის დაარღვიეს და აქციები გაგრძელდა. ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც ნეპალის სხვადასხვა ქალაქებში დამწვარი სამთავრობო შენობები ჩანს. ამას გარდა, დემონსტრანტები თავს დაესხნენ რამდენიმე მაღალჩინოსნის, მათ შორის პრემიერმინისტრის სახლსაც.
„ქვეყანაში არსებული არახელსაყრელი ვითარების გათვალისწინებით, მე დღეიდან გადავდექი თანამდებობიდან, რათა ხელი შევუწყო პრობლემის გადაჭრას“, - ნათქვამია ოლის მიერ პრეზიდენტ რამ ჩანდრა პაუდელისადმი გაგზავნილ წერილში. ჯერჯერობით არ არის ცხადი, თუ რა მოხდება ოლის გადადგომის შემდეგ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას