| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პარუსიხმგებლობის ამაღლებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, გრძელვადიანი პროექტი, რომელიც 2024-2025 სასწავლო წლის ოქტომბერში დაიწყო და აპრილში დედემიწის საერთაშორისო დღემდე გაგრძელდა. პროექტი სკოლის მე-3ა და მე-3ბ კლასების მოსწავლეებმა განახორციელეს დამრიგებლების - ეკა პატიაშვილისა და ნატო ვასაძის, ხელმძღვანელობით. პროექტი სახელწოდებით - „მრავალფეროვანი ბუნება“, ემსახურებოდა მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს: „დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება“.
პროექტის მიზანია - მოსწავლეებმა გააცნობიერონ სამყარო მათ ირგვლივ ისე, რომ სრულფასოვან ინდივიდებად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს მათ და გახდნენ აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით და აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ გააცნობიერებს რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია საკუთარი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
დედამიწის დღე აღნიშნეს სკოლის მე-2 კლასელებმაც, პედაგოგ ელზა ოსეფაშვილის ხელმძღვანელობით. პატარებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე
სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები
„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას