სიახლეები
სკოლები

ინოვაციური განათლებისკენ - STEM მიდგომის გზით - კერძო სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგებმა მრავალსაფეხურიანი ტრენინგები გაიარეს
01-05-2025
-
+


საქართველოს I2Q (IBRD) მიერ დაფინანსებული კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი – „STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის“ წარმატებით დასრულდა.

პროექტი განხორციელდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოლონეთის რესპუბლიკის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის შპს „სთიმითისა“ და ერთობლივი ძალისხმევით. ამ საერთაშორისო პარტნიორობის მიზანი იყო STEM მიდგომის ინტეგრაცია ქართულ სასკოლო სივრცეში – მოსწავლეებისთვის თანამედროვე, ინოვაციური და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით. პროექტი ითვალისწინებდა იმერეთისა და კახეთის რეგიონის 10-10 სკოლასთან თანამშრომლობას, რომლებიც სპეციალური კონკურსის გზით შეირჩა. მათ შორის იყო კერძო სკოლა „ანაბასისი“, რომლის პედაგოგებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს მრავალსაფეხურიან ტრენინგებში.

წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ ხუთ ინტერაქტიურ ტრენინგში სკოლის ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლები ჩაერთნენ.

ტრენინგების დროს, კომპანია STEAMit-ის მიერ შექმნილი STEM ნაკრებების დახმარებით, მონაწილეებმა არა მხოლოდ თეორიული მასალა შეისწავლეს, არამედ პრაქტიკული რესურსებიც თავად ააწყვეს.

როგორ კერძო სკოლა „ანაბასისში„ აღნიშნავენ, ეს პროცესები აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, მოტივაციური და შემოქმედებითი – პედაგოგებმა კარგად გააცნობიერეს სწავლისა და სწავლების თანამედროვე ფორმატების რეალური ღირებულება.

„განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნით პროექტის ორგანიზატორებსა და ტრენერებს, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გაიღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის და ხელს შეუწყვეს STEM მიდგომის დანერგვას სასკოლო გარემოში“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ  სკოლა „ანაბასისს“ საჩუქრად გადაეცა STEAMit-ის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სკოლის ტრანსფორმაციაში.

„ეს რესურსები ხსნიან კარს მომავლისაკენ – კარს, სადაც საგნებს შორის ბუნებრივი კავშირებია და მოსწავლეები 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის პრაქტიკული უნარებით შეიარაღებულნი ხვდებიან. საგანმანათლებლო რესურსები კი მრავალფეროვანია. „ანიმასკოპი“ – ანიმაციური ხელოვნებისა და ტექნოლოგიის შერწყმით, მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს თავად შექმნან ანიმაციები და უკეთ გაიაზრონ ვიზუალური ხელოვნების როლი თანამედროვე სამყაროში; „ნოტოტრონი“ –არის რესურსი სადაც მუსიკა და ტექნოლოგია არის ერთიან სივრცეში, იგი ავითარებს მოსწავლეთა შემოქმედებით და ტექნოლოგიურ უნარებს; „ამინდის სადგური“ არის რესურსი რომლითაც მოსწავლეები სწავლობენ ატმოსფერულ პროცესებს პრაქტიკული გზით და აცნობიერებენ კლიმატური ცვლილებების მნიშვნელობას; „ეკოინჟინერია“ – არის ნაკრები , რომლის გამოყენებით შეიძლება განახლებადი ენერგიის პრინციპების თეორიული და პრაქტიკული შესწავლა, რაც ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასაც ემსახურება; „ნეიროინჟინერია“ – ნერვული სისტემისა და ხელოვნური ნეირონული ქსელების შესწავლა — რესურსი, რომელიც აერთიანებს ყველა STEM დისციპლინას. მიმდინარე წელს, „ანაბასისის“ გადამზადებული პედაგოგები სასაჩუქრე რესურსების გამოყენებით ჩაატარებენ საჩვენებელ გაკვეთილებს, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან სკოლა გეგმავს კურიკულუმის განახლებას და STEM მიდგომების ფართოდ ინტეგრაციას, რაც ხელს შეუწყობს სწავლების პროცესის უფრო მოტივაციური, აქტიური და ინოვაციური ფორმით წარმართვას. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ქალბატონ ნათია ბაღათრიშვილს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ბატონ მამულო ბიჭუხიშვილს, შპს „სთიმითს“ და პოლონეთის რესპუბლიკის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს – ინსპირაციის, ცოდნისა და მხარდაჭერისათვის“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

„ვერავინ აუკრძალავს მოსწავლეს, რომ მობილური ტელეფონით მივიდეს სკოლაში“

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები
საზოგადოება