სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღესასწაული მუხურის N2 საჯარო სკოლაში 
23-04-2025
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. ცხადია, სკოლაში აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები. 

მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე.

„საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, 
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!
ქართული მარტო ენაა ?
ქართული ქართველთ რწმენაა“,- სწორედ ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ენის სილამაზის წარმოჩენას და მისი როლის აღნიშვნას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

ბავშვებმა მშობლიურ ენას ლექსები მიუძღვნეს, საცეკვაო ნომრებიც წარმოადგინეს და ხოტბა შეასხეს მშობლიურ ენას. აქტივობამ საინტერესოდ  ჩაიარა. 

გარდა ამისა, დედაენის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მოეწყო ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლებსაც მთელი კვირა დაეთმო. 

მათ შორის იყო, წერისა და ინტელექტუალური კონკურსები. 

კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ წერის კონკურსში გამოვლინდა გამარჯვებული, მადლობის სიგელი გადაეცამეცხრე კლასის მოსწავლე ანი ჩაფიძეს, ასევე დასახელდა ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებული. ყველაზე მაღალი ქულა დააგროვა გუნდმა -„ყოჩაღები“.

სკოლაში თითოეულ მოსწავლეს ულოცავენ  მიღწეულ წარმატებას და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

ღონისძიებების ფარგლებში განსაკუთრებით აღინიშნა ქართული სიწმინდის დაცვის აუცილებლობა. 

„შანსი გვქონია არ მოგვირთხამს ფეხი თათრულად“ მუდამ გვქონდეს შესაძლებლობა, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“,- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

წარმოდგენილი აქტივობები მოეწყო დაწყებითი კლასების პედაგოგის თეა ფხიკიძის ინიციატივითა და ორგანიზატორობით.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

„მოსწავლეს უხარია, როდესაც ხედავს საკუთარ წარმატებას, იღებს აღიარებას და გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა დაფასებულია“

„ახალმა რეგულაციებმა როგორც პედაგოგებში, ასევე მშობლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია“

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება