| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. შესაბამისად, სკოლაში აქტიურად აღინიშნება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები.
14 აპრილს, ბოდბის საჯარო სკოლაში, ქართული ენის კათედრის აქტიური ჩართულობით, გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მოსწავლეებმა აღფრთოვანებით ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის უდიდეს ღვაწლზე ერის წინაშე, წაიკითხეს სხვადასხვა ავტორების მიერ შექმნილი ლექსები დედაენაზე. გარდა ლიტერატურული ნაწილისა, ღონისძიება გაჯერებული იყო მუსიკალური ნომრებითა და ცეკვებით, რომლებიც კიდევ უფრო ამაღლებულსა და ემოციურად დატვირთულ ატმოსფეროს ქმნიდა. ქართულ ფოლკლორზე, ტრადიციულ მოტივებზე დაფუძნებული სიმღერები და ცეკვები კიდევ ერთხელ წარმოაჩენდა ქართული ენისა და კულტურის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას.
ღონისძიებამ დიდი მოწონება და ემოციური გამოხმაურება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„მოსწავლეს უხარია, როდესაც ხედავს საკუთარ წარმატებას, იღებს აღიარებას და გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა დაფასებულია“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად