| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში დირექტორის, ნინო ბობღიაშვილის ინიციატივითა და პედაგოგების ორგანიზებით თითქმის ყველა კლასმა აღნიშნა ქართული ენის სხვადასხვა აქტივობებით.
გაიმართა კონკურსები, მხატვრულ კითხვასა და კალიგრაფიაში, 1978 წლის 14 აპრილის, როგორც ისტორიული დღის, მნიშვნელობის ცოდნაში და ა. შ.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის ლეილა არჩემაშვილის ინიციატივით განსაკუთრებულად ლამაზი აქტივობა ჩატარდა მეოთხე კლასში. ამ დღისთვის ბავშვებმა ისწავლეს ქართველ პოეტთა ლექსები, რომლებიც ეძღვნება მშობლიურ ენას; თავიანთი პაწაწინა ხელებით მოამზადეს იაკობ გოგებაშვილის „დედაენისადმი“ მიძღვნილი სტენდი;
ისწავლეს-რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს; საზეიმოდ მორთეს საკლასო ოთახი და ღონისძიებაზე დასასწრებად მოიწვიეს მშობლები, სკოლის დირექტორი და პედაგოგები.
ღონისძიება ძალიან საინტერესო იყო. პატარებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას... მათ ძალიან უყვართ მწერალ გოდერძი ჩოხელის შემოქმედება და მისი ფილმიდან („სამოთხის გვრიტები“) „გაკვეთილის“ ინსცენირება წარმოადგინეს. დამსწრე საზოგადოებას ძალიან მოეწონა პატარა მსახიობების ოსტატობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„მოსწავლეს უხარია, როდესაც ხედავს საკუთარ წარმატებას, იღებს აღიარებას და გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა დაფასებულია“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად