TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

„როდესაც მშობელი ბავშვს ეუბნება - ფრთხილად იყავი, არ წაიქცეო, ჰგონია, რომ ამით პატარას იცავს“
22-06-2018
-
+


„ბავშვობაში ყველას „გვიტრიპაჩია“. მაგალითად, როდესაც წვრილ მილზე უნდა გამევლო მდინარის თავზე, ძალიან მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, რა ყოჩაღი ვიყავი... იმ წუთას ხდება მობილიზება და ისე გაირბენ ფარფატით, რომ ყველას ეგონება, თითქოს თოკზე სიარულში ივარჯიშე. თუ იფიქრებ, ახლა ფეხი არ ჩამივარდესო, აუცილებლად კონცენრტაცია იკარგება და ამ სიფრთხილეში და წონასწორობის ცნობიერ პროცესში ზედმეტად გადატანაში მოგდის მარცხი, ასე რომ, გაბედულება ეს არის რისკისგან დაცვა და არა პირიქით...“ - ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ აღნიშნულის შესახებ გადაცემაში „პირადი ექიმი“ ისაუბრა. 

მისი თქმით, დედა, რომელიც ზრუნავს ბავშვზე, რეალურად ზრუნავს საკუთარ თავზე, საკუთარი შიშებისგან განკურნებას ცდილობს ამ გზით: 

„როდესაც მშობელი ბავშვს ეუბნება - ფრთხილად იყავი, არ წაიქცეო, ჰგონია, რომ ამით პატარას იცავს. სინამდვილეში, მსგავსი ქმედებით მან ბავშვს სხეულებრივი მოძრაობა დაუბლოკა, გახადა მოუქნელი და დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მართლა უმიზეზოდ წაიქცეს პარკეტზე,“ - აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ. 

და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშფოთვარე დედა?

ფსიქოლოგის თქმით, თუ მშობელს ზემოთქმული შიში და სიფრთხილე გაცნობიერებული აქვს და აწუხებს, ეს უკვე კარგია, რადგან ის მეტად შეძლებს შვილების დაცვას, მაგრამ როდესაც დედა ვერ აცნობიერებს ქმედებით გამოწვეულ სამომავლო ზიანს, მაშინ გასაჭირში ვართ.

ფანჯიკიძის რჩევით, თუ ადამიანი იაზრებს შფოთისაგან გამოწვეულ უკუკავშირს, მაგრამ თავს მაინც ვერ თოკავს, სჯობს, მშობელმა ფსიქოთერაპია გაიაროს, იმისთვის, რომ ეს პრევენცია აღმოჩნდეს შვილებში მომავალში პანიკური აშლილობის თავიდან ასაცილებლად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება