სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა
01-04-2025
-
+


1-ელი აპრილიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ამოქმედდა, რომლებიც მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობის მუხლს ეხება.

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი გარკვეული უკანონო ქმედებების გამო მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი 100-დან 300 ლარამდე თანხით დაჯარიმდება, მათ შორის „112“-ში არამიზნობრივი ზარისთვის.

რას ნიშნავს არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა? - არსებული რედაქციით, ის გამოიხატება - „არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების, საცხოვრებლით, საკვებითა და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობით, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია, როგორც ერთჯერადად, ისე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ან/და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობით, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ამ კოდექსის 156​4 მუხლის მე-3–მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენით, ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენით, ვანდალიზმის ჩადენით, ალკოჰოლიანი სასმლის სმით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის – „112“-ის – არამიზნობრივი გამოყენებით, აგრეთვე მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა ან მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით“. 

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში კი გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება