| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეხება.
დოკუმენტის თანახმად, დაწესებულების დირექტორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ფლობს სახელმწიფო ენას;
ბ) აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება;
გ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ან დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ (მენეჯერული) პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და საგანმანათლებლო სფეროში ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
დოკუმენტით ასევე განსაზღვრულია, პირი, რომელიც დაწესებულების დირექტორად არ მიიღება:
ა) ნასამართლევია განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაულისთვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა;
ბ) სამედიცინო დასკვნის თანახმად, გააჩნია ისეთი დაავადება, რომელიც საფრთხის შემცველია სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის;
გ) წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) იგი სასამართლომ მხარდამჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა