სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტესტირება 10 ივნისიდან დაიწყება - ვის ეხება NAEC-ის ინფორმაცია
29-03-2025
-
+


კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში - KET/KET fs, PET/PET fs, FCE/ FCE fs, CAE, TKT და Young Learners Exam (Starters, Movers, Flyers) მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 1 აპრილს დაიწყება და  22 აპრილს დასრულდება.
 
მათთვის, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, გვიანი რეგისტრაცია 23 აპრილს დაიწყება და 25 აპრილის 18:00 საათამდე გასტანს. გვიანი რეგისტრაციის საფასური 120 ლარს შეადგენს (დამატებული გამოცდის საფასურს). 
 
კემბრიჯის გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე CB FCE და CB CAE რეგისტრაცია მოგვიანებით, 1 ივნისს დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
 
2025 წლის ივნისის გამოცდებზე აპლიკანტები ონლაინ რეგისტრირდებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე კემბრიჯის მენიუში განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ:  
  • გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ფოტო; 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (აიდი ბარათი ან პასპორტი) ფოტო.
 
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აიდი ბარათი ან პასპორტი) მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. არსებული ფორმის ყველა ველი, გარდა კანდიდატის ნომრისა, უნდა იყოს შევსებული, დაკრული უნდა ჰქონდეს 3X4-ზე ზომის 2 ფოტო, რომელზეც ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი სკოლის/მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელს ან დირექტორს. 
 
რეგისტრაცია წარმატებით გავლილად ჩაითვლება, თუ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირაში აპლიკანტს რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება გამოცდის განრიგი.
 
 
 
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
 
Paper-based FCE – 10 ივნისი
Paper-based TKT – 12 ივნისი
Paper-based KET – 14 ივნისი
Paper-based PET - 14 ივნისი
Paper-based Young Learners Exam (Starters, Movers, Flyers) – 16 ივნისი
Paper-based FCE fs – 21 ივნისი
Paper-based CAE – 21 ივნისი
Paper-based KET fs – 23 ივნისი
Paper-based PET fs – 23 ივნისი
Computer-based FCE - 26 ივნისი
Computer-based CAE - 27 ივნისი
 
კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება