TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N28 სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა 
31-03-2025
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და ინკლუზიურობის პრინციპების გაძლიერებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პროექტი, რომელიც სკოლაში  21 მარტს განხორციელდა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ამისა. 

პედაგოგებმა - ლიანა ქსოვრელმა და ასმათ იობაშვილმა მოსწავლეების წინაშე წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები და ბავშვებს გააცნეს დაუნის სინდრომის რაობა და მათთან ერთად სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრიეს. 

პრეზენტაციები არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ ინტერაქტიულიც იყო, რადგან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პროექტში მონაწილეობდნენ: მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, დირექცია და მასწავლებლები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრა საინტერესო  და შემეცნებითი იყო. 

პროექტის განხორციელებაში პედაგოგებს ტექნიკური დახმარება გაუწია ნიკოლოზ როსტიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ასეთ ინიციატივებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტოლერანტული და ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებაში, ხელს უწყობს მოსწავლეთა სოციალურ განვითარებას, ემპათიისა და საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას, რაც მომავალში მათ უფრო შეგნებულ და ჰუმანურ მოქალაქეებად აყალიბებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება