სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ვალდებულებები აქვთ რესურს ოთახში სპეციალისტებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს 
29-03-2025
-
+


სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ანალიზმა და ასევე საქართველოს საჯარო სკოლებში რესურს ოთახების ფუნქციონირებისა და რესურსების კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია სკოლას ჰქონდეს რესურს ოთახის ადმინისტრირების გამართული მექანიზმი. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რესურს ოთახების ორგანიზების და ფუნქციონირების გზამკვლევში“ ვკითხულობთ, რომ  რესურს ოთახის გამართული მუშაობისა და დოკუმენტში აღწერილი ყველა ფუნქციის შესასრულებლად, რეკომენდებულია სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებს და რესურს ოთახთან დაკავშირებულ სპეციალისტებს ზუსტად ჰქონდეთ განსაზღვრული საქმიანობა და შესასრულებელი სამუშაო.

სკოლის ადმინისტრაციის ვალდებულებას წარმოადგენს: 

რესურს ოთახის/ებისთვის ყველაზე ოპტიმალური ადგილმდებარეობის და ფართის მქონე სივრცის შერჩევა. რესურს ოთახის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირის ოფიციალურად განსაზღვრა და სათანადო ჩანაწერების ასახვა სამუშაო აღწერილობაში.

სკოლის საერთო ბიუჯეტის სათანადოდ გადანაწილება რესურს ოთახის ფუნქციონირების მხარდაჭერისთვის. რესურს ოთახის ფუნქციობებისათვის დამატებითი ფინანსური, თუ მატერიალური რესურსის მოსაპოვებლად, ადგილობრივ მთავრობასთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა.

რესურს ოთახის სტრუქტურირებული და თანმიმდევრული მუშაობის ხელშეწყობა. ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში რესურს ოთახით მოსარგებლე მოსწავლეების დოკუმენტაციის, რესურს ოთახით სარგებლობის მხარდამჭერი გეგმისა და რესურს ოთახში მუშაობის განრიგის შედგენის უზრუნველყოფა.

რესურს ოთახის უსაფრთხოების კომპონენტის უზრუნველყოფა.

რესურს ოთახში ჰიგიენური ნორმების სათანადო დაცვისა და ხარისხიან დასუფთავების უზრუნველყოფა.

სათანადო კომუნიკაციის წარმოება რესურს ოთახის მუშაობაში ჩართულ ყველა რგოლთან.რესურს ოთახის მუშაობის შიდა მონიტორინგის სისტემის შექმნა და დანერგვა.

რესურს ოთახის მუშაობაში ჩართული სპეციალისტების ვალდებულებას წარმოადგენს:

მოსწავლეებისათვის შინაარსობრივად გამართული, მრავალფეროვანი და ინდივიდზე ცენტრირებული მომსახურების გაწევა. რესურს ოთახის მუშაობის განრიგის შედგენა და ადმინისტრირება მასწავლებლებთან და მოსწავლეთა მშობლებთან შეთანხმებით.

უწყვეტი კომუნიკაცია ინდივიდუალური გეგმის განხორციელებაში ჩართულ ყველა მხარესთან, ასევე, თანამშრომლობა ნებისმიერ სხვა დამხმარე სერვისთან, რომელიც მოსწავლისთვის არის რელევანტური.

რესურს ოთახით მოსარგებლე მოსწავლეების განათლების შემდგომ საფეხურზე ტრანზიციის ხელშეწყობა.


რესურს ოთახის მომსახურებაში ჩართულ ბავშვებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, პორტფოლიო და სხვა) სათანადოდ წარმოება და დაცვა.


რესურს ოთახში არსებული მატერიალური/განმავითარებელი/ტექნოლოგიური რესურსების რეესტრის წარმოება.

სპეციალური განათლების სფეროში ახალი ტექნოლოგიების განვითარების საკითხების შესწავლა, მასწავლებლებთან ერთად მატერიალური რესურსების განახლების გეგმის შემუშავება და მინიმუმ წელიწადში ორჯერ სკოლის ადმინისტრაციისათვის წარდგენა.


რესურს ოთახის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისათვის სერვისის შეფასების კითხვარების მომზადება, ადმინისტრირება და ანალიზი.


რესურს ოთახის მუშაობაში ჩართული მოსწავლეების შესახებ რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება და ანალიზი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება