| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია.
ამჯერად, სკოლაში და-ძმა მაზანაშვილების სპორტული წარმატებებით ამაყობენ.
თბილისში გამართულ საქართველოს სარეიტინგო შეჯიბრზე 2013, 2014 წელს დაბადებულებს შორის,
ილია მაზანაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი 42 კგ წონით კატეგორიაში.
თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, სამბოში 2009, 2010, 2011 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის (კადეტებში) კი ქრისტინა მაზანაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი.
მოსწავლე 50 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...