სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“
10-09-2026
-
+


2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩაირიცხნენ, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.

ასევე ცნობილია, რომ უნივერსიტეტებში პროგრამებისა და ვაკანტური ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია აისახება განახლებულ ცნობარში, რომელიც 11 სექტემბერს უნდა გამოქვეყნდეს; მანამდე კი საინტერესოა კონკურენციის მასშტაბი.

„მეორადი ჩარიცხვების“ წინაპირობას 1795 აპლიკანტი აკმაყოფილებს, გამოცდების დასრულების შემდეგ კი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჯამში 7 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი დარჩა, აქედან  სახელმწიფო უნივერსიტეტებში - 3 847.

გამოდის, აქამდე 1 ადგილზე რამდენიმე პრეტენდენტი თუ „მოდიოდა“, ახლა 1 აბიტურიენტზე მოდის რამდენიმე ადგილი და ისიც ვიცით, რომ ამჯერადაც არ იქნებიან შეზღუდულები არჩევანში. NAEC-ის ინფორმაციით, შეეძლებათ „აირჩიონ სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები“, თუმცა სხვა დეტალები უკვე ხვალ, 11 სექტემბერს გაირკვევა, განახლებული ბუკლეტის გამოქვეყნებისას.

ინფორმაციისთვის: „მეორად ჩარიცხვებში“ მონაწილეობის უფლება აქვთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც თითოეულ სავალდებულო საგანში გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ქულების გამო ვერ მოხვდნენ ვერც ერთ არჩეულ პროგრამაზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

მთავრობის დადგენილებით ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლესში სწავლის კრიტერიუმები დადგნიდა 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება