სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი - „შენ ხარ ვენახი“ ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებით მონაწილეობს
14-03-2025
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ინიციატივაში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად, მამა ირაკლი (თევდორაძის) კურთხევით, ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი - „შენ ხარ ვენახი“ ჩართულია საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ კონკურსში - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“. 

გუნდის ხელმძღვანელია ისტორიის მასწავლებელი ირინა მეტონიძე, მგალობლების ხელმძღვანელია მუსიკის მასწავლებელი ქეთევან გორდეზიანი.

5 მარტს ცაგერის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა კონკურსის მეორე ეტაპი, სადაც ღირსეულად იასპარეზა ხვანჭკარის საჯარო სკოლის გუნდმა - „შენ ხარ ვენახი“, მოიპოვა გუნდური პირველი ადგილი და +1 ქულით განაგრძობს ასპარეზობას შემდეგ, მესამე ტურში.

გაიცანით გუნდის შემადგენლობა:

1.ფრუიძე ხატია (გუნდის კაპიტანი);

2.მეტონიძე მიშიკო(გუნდის მეორე კაპიტანი);

3.ჭარბაძე გიორგი;

4.არსენიძე ნუნუა;

5.აივაზოვი მარიამი (სათადარიგო);

6.ჩაჩხუნაშვილი სალი(სათადარიგო);

7.ლომთაძე მარიამი (სათადარიგო).

მგალობელი მხარდამჭერები:

1.პატარიძე ილია;

2.ჭარბაძე ქრისტინე;

3.ფრუიძე ქეთი;

4.ლუხუტაშვილი ბარბარე.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მადლობას უხდიან პროექტის ორგანიზატორსა და მხარდამჭერებს. 

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს საპატრიარქოს ამ არაჩვეულებრივი პროექტისათვის, სადაც ყველა მონაწილე გამარჯვებულია.

მადლობა, ჩვენ სულიერ მოძღვარს, მამა ირაკლის მოტივაციისა და თანადგომისათვის.

მადლობა, ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიას თბილი მასპინძლობისათვის.

მადლობა, ხვანჭკარის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნინო ჯოხაძეს დახმარებისა და მუდმივად გვერდში დგომისთვის. მადლობა ჩვენს უყოჩაღეს ბავშვებს თავდადებული შრომისა და გამარჯვებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტუდენტთა მობილობის შედეგები გამოქვეყნდა

განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა - იხილეთ, რეკომენდაციები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება