სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის დღე მოეწყო 
12-03-2025
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

7 მარტს,  სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარე ვალია უბილავამ  ჩაატარა მხატვრული კითხვის დღე - შესანიშნავი ღონისძიება, რომლის მიზანია მოსწავლებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.

ღონისძიება საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა, ბავშვები კუნკურსს შემოქმედებითად მიუდგნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ობიექტურმა და კომპეტენტურმა ჟიურიმ მოსწავლეები შეაფასა ადეკვატურად.

სკოლის ადმინისტრაციამ იზრუნა იმაზე, რომ ყველა კონკურსანტს მიეღო სიმბოლური საჩუქარი.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ კონკურსანტსა და კათედრის წევრ მასწავლებლებს.  განსაკუთრებული მადლობა კათედრის თავმჯდომარეს,  ქალბატონ  ვალია უბილავას! გამოცდილი და კარგი მასწავლებელი შაბლონური მგონია,  მე მინდა განსაკუთრებული, ზეაღმატებული სიტყვებით შევამკო ქალბატონი ვალია და ვუსურვო  კიდევ ბევრი შემოქმედებითი საღამოების მოწყობა, ბევრი წარმატება  თავის მოსწავლეებთან ერთად!“,- აღნიშნავს პედაგოგი მანონი ანთელავა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება