სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოხალისეობრივი საქმიანობა და საინტერესო სოციალური პროექტი
11-03-2025
-
+


ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო პასუხისმგებლობით და არაერთ მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობენ. 

ახლახან, ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მარიამ ხარატიშვილი და მოსწავლეთა გუნდი (გუნდის წევრები: მარიამ ხარატიშვილი, მარიამ გორგოძე, ლიზი გიორგაძე, ნია ჯაფარიძე, თინათინ ჯანელიძე) ჩაერთო ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „გახდი ქალაქის მოხალისე“.

კოკურსის ფარგლებში მოსწავლეები საინტერესო სოციალურ პროექტს ახორციელებენ. 

როგორც მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მარიამ ხარატიშვილი გვეუბნება, გუნდის მიზანია უბნის და ქალაქის შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება, მათთვის საყოფაცხოვრებო ნივთების შეგროვება, რომლებსაც მათი ოჯახები გასცემს (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული, საკანცელარიო ნივთები, ჭურჭელი...გარდა საკვებისა).

სკოლის შემოსასვლელ კართან, გარე დახურულ სივრცეში უკვე განთავსდა კარადა (სტენდი), სადაც მოსწავლეებმა მათ მიერ მიტანილი ნივთები დაალაგეს. ის ადამიანები კი, ვისაც დახმარება სჭირდებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეძლებენ მათ წაღებას. 

„სიკეთე გადამდებია! სიკეთე გადაარჩენს სამყაროს!“,- აღნიშნავს მოსწალე და საზოგადოებას მოუწოდებს შეუერთდნენ აქციას. 

„ჩვენი თხოვნაა, აღნიშნული აქციის შესახებ გააგებინოთ ჩვენს ირგვლივ მყოფ იმ ოჯახებს, რომელთაც ესაჭიროებათ დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქმედება აზრს დაკარგავს. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია ღამის საათებში მოსვლა. სკოლის გარე პერიმეტრი არ არის აღჭურვილი ვიდეოკამერებით. იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერებისა. გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი!“,- წერს მოსწავლე სოციალურ ქსელში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება