სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას გულისხმობს პოზიტიური სასწავლო გარემო და სიღრმისეული სწავლა-სწავლება - განმარტებები პედაგოგებისთვის
22-02-2025
-
+


რას გულისხმობს პოზიტიური სასწავლო გარემო, სიღრმისეული სწავლა-სწავლება  და რა ტერმინები უნდა იცოდნენ პედაგოგებმა. გთავაზობთ სამინისტროს განმარტებებს საკითხთან დაკავშრებით. 
სიღრმისეული სწავლა-სწავლება გულისხმობს:
• მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას
• ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას
• ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას დაორგანიზებას
• სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა)
• მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შეძენას

პოზიტიური სასწავლო გარემო გულისხმობს პირობებს, რომელშიც მოსწავლე თავს გრძნობს ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხოდ და ახერხებს შემდეგი ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გამოვლენა-განვითარებას:
• კრიტიკული აზროვნება - მოსწავლეს ეძლევა ფაქტების ანალიზის, იდეების გენერირებისა და ორგანიზების, მოსაზრებების დაცვის, შედარების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა;
• შემოქმედებითობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება შეაფასოს პრობლემა და გამოწვევა სხვადასხვა პერსპექტივიდან, ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პასუხები და ხედვები, დაგეგმოს და შეიმუშავოს პრობლემის გადაჭრის საკუთარი მოდელი;
• თანამშრომლობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება წარმატებით იმუშაოს სხვებთან ერთად საერთო მიზნის მისაღწევად. გაიაზროს საერთო პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან ერთად. გააცნობიეროს გუნდური მუშაობის პრინციპები და ურთიერთობის ფორმები;
• კომუნიკაცია - მოსწავლეს ეძლევა საშუალება დაამყაროს მიზნობრივი ურთიერთობა სხვებთან და გამოხატოს საკუთარი თავი, როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად კულტურისა და სიტუაციის შესაბამისად; იყოს აქტიური, კეთილგანწყობილი, ემპათიური მსმენელი, განახორციელოს უკუკავშირი და რეფლექსია; გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა კომუნიკაციის პროცესში;
• ხასიათი/ნებელობა - მოსწავლეს ეძლევა საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესწავლის, იდენტობის გააზრების, სწავლის პროცესის მართვის შესაძლებლობა. მხარდაჭერილია მოსწავლის პიროვნული ზრდის მოთხოვნილებები და წახალისებულია მისი თვითაქტუალიზაციის პროცესი;
• მოქალაქეობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება სხვათა ღირებულებებისა და ფასეულობების გათვალისწინებით იმსჯელოს და იფიქროს იმ გლობალური/კომპლექსური საკითხების გაანალიზებასა და მოგვარებაზე, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანისა და გარემოს მდგრადობაზე. გააცნობიეროს უნივერსალური ეთიკის პრინციპები და ინდივიდის როლი და თანაშემოქმედებითობა საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება