| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ჭაპალის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა შემეცნებით პროექტში და ამის ნათელი დადასტურებაა ქართული ენის პედაგოგის, ნანახანუმ ბაირამოვას მიერ, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარებული აქტივობა, რომელიც დავით აღმაშენებლის ცხოვრება-მოღვაწეობას მიეძღვნა.
მეფეთა მეფის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პედაგოგმა წარადგინა გაკვეთილი-პრეზენტაცია სახელწოდებით - „საქართველოს მეფე და დიდი სახელმწიფო მოღვაწე“.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს ძლევამოსილ მხედართმთავარზე, რომლის ღვაწლიც განსაკუთრებულია ქართველ მეფეთა შორის. ბავშვებმა ერთმანეთს გააცნეს საინტერესო ფაქტები დავითის ცხოვრებიდან, დეტალურად განიხილეს მის მიერ განხორციელებული რეფორმები და კომპლექსურ ჭრილში იმსჯელეს, თუ როგორ აისახა ეს ცვლილებები როგორც დავითის ისე შემდეგი ეპოქების საქართველოზე.
აქტივობაში მონაწილეობა ჭაპალის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი გახლდათ და წარმოდგენილმა პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა