TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნის სიყვარული მოსწავლეობიდან იწყება - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელების შთამბეჭდავი ღონისძიება
20-02-2025
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და საგნობრივი ცოდნის ტრანზიციის პარალელურად, ცდილობენ, ბავშვებმა შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც განვითარებაში დაეხმარებათ.

მათ შორის კი დაგვეთანხმეთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია წიგნის სიყვარული, რასაც ქუთაისის N40 საჯარო სკოლის წარმომადგენლები დაწყებითი საფეხურებიდანვე ასწავლიან და ამის დასტურია სხვადასხვა თემატური აქტივობები, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ახლახან ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-7 „ბ“ კლასის მოსწავლეებისათვის, რომელთა ხელმძღვანელიც გახლავთ პედაგოგი დარეჯან ნემსაძე, ემოციური და დასამახსოვრებელი აქტივობა მიეძღვნა წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეს.

„წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული საჩუქარია. ძველ დროს წიგნის საჩუქრად გადაცემა პატივისცემის გამოხატვის განსაკუთრებული ნიშანი იყო. წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე კი 2012 წლიდან აღინიშნება 30-ზე მეტ ქვეყანაში - ავსტრალიაში, ნიდერლანდებში, ინდოეთში, აშშ-ში... ეს დღესასწაული აერთიანებს ყველას, ვინც კითხულობს და გულთბილად უზიარებს საკუთარ წიგნებს სხვებს, რადგან წიგნები სიყვარულით უნდა იყოს ნაჩუქარი. ამ ტრადიციის დამაარსებელია მინესოტას შტატის ერთ-ერთი სკოლის ბიბლიოთეკარი ემი ბროდმური. ერთხელ მისმა ვაჟმა დაუსვა კითხვა ,თუ რატომ არ არის წელიწადში განსაკუთრებული დღე, რომელიც წიგნების ჩუქებას დაეთმობოდა. სწორედ ეს კითხვა გახდა ახალი იდეის წყარო. წიგნი არ კარგავს თავის ძალასა და მნიშვნელობას ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაშიც კი...“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის, მეშვიდეკლასელები განსაკუთრებულად რომ მოემზადნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის.

სკოლის ბიბლიოთეკაში შეკრებილებს, კლასის ხელმძღვანელმა - დარეჯან ნემსაძემ წიგნის ისტორიისა და ამ დღესასწაულის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა, შემდეგ კი თანაკლასელებმა დაასაჩუქრეს ერთმანეთი და თან ისაუბრეს იმაზე, თუ რამ განაპირობა მათი არჩევანი - გათვალისწინებული იყო ასაკი, ერთმანეთის ინტერესთა სფერო...

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ წიგნებს შორის იყო როგორც მსოფლიო ლიტერატურის კლასიკადქცეული შედევრები, ასევე თანამედროვე ქართული და უცხოური ლიტერატურაც.

ღონისძიების დასასრულს, ბავშვებმა კლასის ხელმძღვანელისაგან დავალებაც მიიღეს - 17-დან 21 მარტის ჩათვლით, სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეები, პრეზენტაციები საშუალებით, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ შთაბეჭდილებას წაკითხული წიგნების შესახებ და თამამად ვიტყვით, რომ მათ დაუვიწყარი მოგზაურობა ელით წიგნიერების საინტერესო სამყაროში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება