TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო!“ - თბილისის N117 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნა
17-02-2025
-
+


თბილისის N117 საჯარო სკოლა წელსაც შეუერთდა მსოფლიო ტრადიციას და მასშტაბურად აღინიშნა საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით  მოსწავლეებმა დიდი ხალისით წაიკითხეს სხვადასხვა მწერლების მოთხრობები. ერთად გაიაზრეს, იმსჯელეს და თავისუფლად გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები წაკითხულის შესახებ. გთავაზობთ აქტივობების ჩამონათვალს, რომელიც სხვადსხვა კლასებში ჩატარდა:
2ბ, 2ე  და 2ვ კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგები ე. ნანობაშვილი-ნადირაშვილი და რ.მელითაური) წაიკითხეს ნ. ბეზარაშვილის მოთხრობა ,,თოჯინა". მშობელთა ჩართულობით შექმნეს თოჯინები და ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.
2ბ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი რ. მელითაური) წაიკითხეს მოთხრობა ,, მძინარე მზეთუნახავი" და იგავ-არაკი ,,ენით დაკოდილი".
1ა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას, პატარებმა წაიკითხეს დედაენა და დაათვალიერეს მათთვის საინტერესო ილუსტრირებული წიგნები (კლ. ხელ. ნ. ბუზიაშვილი)
3ვ კლასში მოეწყო გასვლითი გაკვეთილი სახელწოდებით ,,პატარა მკითხველები ბიბლიოთეკაში". მათ საჯაროდ წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობები და გაეცნენ ბიბლიოთეკის სამუშაო პროცესს.
7 თებერვალი ჩვენი პატარა მკითხველებისათვის ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. მათ სხვადასხვა ქვეყნებს ხმამაღლა ამცნეს, რომ წიგნის კითხვა გვაერთიანებს და ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო!
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. ეს დღე მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ლიტერატურისა და კითხვის მოყვარულებს აერთიანებს. დღის მთავარი მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. სხვადასხვა ქვეყნების ადამიანები ერთი სლოგანის „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- გარშემო ერთიანდებიან.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება