TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
10-02-2025
-
+


ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის წიგნის შეყვარება და ამ გზით მათი წიგნიერების დონის ამაღლება და თვალსაწიერის გაფართოება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება, რომელიც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. 

მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას ხალისით შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს ლექსები წიგნზე, ცოდნაზე. წარმოადგინეს მათი ხელით შექმნილი დიდი ილისტრირებული წიგნი.

ასევე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ქალაქ ახალციხის ბიბლიოთეკას, გაეცნენ
სხვადასხვა მწერლისა და პოეტის შემოქმედებას.

როგორც სკოლაში გევუბნებიან, აღნიშნულმა დღემ მოსწავლეებისათვის საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება