სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორი განათება უნდა იყოს საბავშვო ბაღში - მთავრობის დადგენილება
23-02-2025
-
+


საბავშვო ბაღებში განათებისა და წყალმომარაგების საკითხი კანონით არის დარეგულირებული. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ბაღებში განსხვავებული სიმაღლის უნდა იყოს სამიტარული მოწყობილობებიც. 

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ძირითად შენობებს უნდა ჰქონდეთ ბუნებრივი განათება. ბუნებრივი განათების მინიმალური კოეფიციენტი (ბგკ) ჯგუფებში, საძინებლებში, სამედიცინო ოთახებში, მუსიკისა და ფიზკულტურული ვარჯიშების ოთახებში უნდა იყოს არაუმცირეს 15%-ისა.

ერთმხრივი განათების დროს ჯგუფების ოთახების სიღრმე შეიძლება იყოს მხოლოდ 6 მ, ხოლო უფრო ღრმა შენობებისთვის აუცილებელია ფანჯრების ორმხრივი პარალელური ან კუთხური განლაგება. ფანჯრის რაფებზე არ უნდა იდგეს მაღალი, ფართოფოთლოვანი ყვავილები, რომლებიც ხელს უშლის ფანჯრიდან შუქის შემოსვლას. რაფებზე მდგარი ყვავილების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 15 სმ-ს. თითოეულ ფანჯარაზე არ უნდა იდგეს 2-3-ზე მეტი ყვავილი.

ხელოვნური განათების წყარომ უნდა უზრუნველყოს მთელი შენობის საკმარისი და თანაბარი განათება.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შენობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყალმომარაგებითა (მ.შ. ცხელი წყლის) და კანალიზაციით. თუ დასახლებულ პუნქტში არ არის წყალმომარაგებისა და წყალარინების ცენტრალიზებული უზრუნველყოფა, მაშინ ადგილობრივი კანალიზაცია შესაძლებელია მიუერთდეს სეპტიკურ ორმოს, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

სამზარეულო, სამრეცხაო და ჯგუფის ოთახები, ბუფეტი და სანიტარიული კვანძი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ცხელი წყლის მომარაგებით. ცხელი წყლის ტემპერატურა საშხაპეებსა და ხელსაბანებში უნდა იყოს არაუმეტეს 43​0C-ისა.

საბავშვო სანიტარიულ მოწყობილობათა დანადგარების სიმაღლე უნდა იყოს:

ა) პირსაბანები ადრეული ასაკის (2 წლამდე) ბავშვებისათვის – 0,4 მ;

ბ) პირსაბანები სკოლამდელი ასაკის (2 წლის ზევით) ბავშვებისათვის – 0.5 მ;

გ) აბაზანები – 0,6 მ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება