TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა უპირატესობა აქვს ხელით წერას გაჯეტებთან შედარებით და რა უნარებს ავითარებს ის ბავშვებში
26-05-2025
-
+


თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ნაკლებად წერენ ხელით პატარები. სმარტფონები, კომპიუტერები, ტაბები... ამ მოწყობილობებს სულ უფრო ხშირად იყენებენ მოსწავლეებიც დავალებების შესასრულებლად, ზოგიერთ ქვეყანაში მეტად, ზოგიერთში კი ნაკლებად მაგრამ ფაქტია, 21-ე საუკუნეში სულ უფრო ნაკლებს წერენ მოსწავლეები ხელით. 

გთავაზობთ ინორმაციას იმის შესახებ რა უპირატესობები აქვს ხელით წერას ბავშვებისთვის და რა უნარებს ავითარებს ის:

კოგნიტიური და მეხსიერების გაძლიერება

კვლევებმა აჩვენა, რომ ხელით წერა ბავშვს ინფორმაციის გაანალიზებაში და დასამახსოვრებაში ეხმარება. როდესაც ბავშვი წერს, მეხსიერება უფრო მყარდება, რადგან გონება აქტიურად მუშაობს და ახსოვს დაწერილი სიტყვები და კონცეფციები.

მოტორიკა და ხელის კოორდინაცია

ხელით წერა აუმჯობესებს მცირე მოტორიკის უნარებს. ამან შეიძლება მათში სულაც დაკვრის, ხატვისა და ხაზვის უნარების გაძლიერებაც გამოიწვიოს.

კრეატიულობა და ფიქრის განვითარების ხელშეწყობა

როდესაც ბავშვები ხელით წერენ, მათ აქვთ აზრების გამოსახატავად მეტი დრო აქვთ. მოსწავლეებს, რომლებიც წერისას აზრებს თანდათან აყალიბებენ, უკეთ შეუძლიათ შემოქმედებითი აზროვნება და პრობლემის გადაწყვეტა.

კონცენტრაციისა და ყურადღების დონის ამაღლება

ხელით წერის კიდევ ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ ბავშვები მეტად კონცენტრირებულები არიან. სხვადასხვა კვლევებით დადასტურებულია, რომ ხელით დაწერილი მასალა მეხსიერებაში უფრო ღრმად ილექება, ვიდრე კომპიუტერით ან ტაბლეტით დაწერილი ტექსტი.

წერის უნარის გაძლიერება

ბავშვები, რომლებიც ხელით ხშირად წერენ, უფრო სწრაფად და უკეთესად სწავლობენ, თუ როგორ უნდა გაწერონ და სხვების წინაშე გააჟღერონ თავიანთი აზრები.

სიტყვების მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერება

ტელეფონებით ან კომპიუტერით წერა შეიძლება სწრაფი და მარტივი იყოს, მაგრამ ხელით წერა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ თითოეული სიტყვის მნიშვნელობა დავაფასოთ. ეს, თითქოს, უფრო პირადულ და შემოქმედებით კავშირს ქმნის.

თვითგანვითარება

როდესაც მოსწავლე რაღაცას წერს და მაგალითად, ამოცანას ამოხსნის, თვლის, რომ ასე მიზანი შესრულებულია. შედეგად, ეს მას მოტივაციასა და თვითშეფასებას უმაღლებს. 

ყოველივე ამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ხელით წერა ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ, მოტორიკულ და ემოციურ განვითარებას, ის მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში და მათი ზოგადი უნარების გაუმჯობესებაში.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება