TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

200-ლარიანი წახალისება - რომელი სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურად თანხას 
09-03-2025
-
+


ქვეპროგრამაში - „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“, რომელიც რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტშია გაწერილი, ცვლილება შევიდა.

დოკუმენტი ითვალისწინებს პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის 200-ლარიან წახალისებას.

„ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება მოიცავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული პროგრამების სტუდენტთათვის/მსმენელთათვის ყოველთვიურად სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში 200 ლარით წახალისებას, პროფესიული პროგრამის დასრულებამდე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ხოლო ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის მქონე და მცხოვრები 18 წლის ასაკიდან პირები, რომლებიც ქალაქში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მიმართვამდე უწყვეტად არანაკლებ 1 წლის განმავლობაში.

თუმცა არის გამონაკლისიც: „რეგისტრაციის წყვეტის ისეთი შემთხვევა, როდესაც წყვეტა არ ფიქსირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ. ასევე, გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი. ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება მიეცემა პირს, თუ უფიქსირდება აქტიური რეგისტრაცია რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე დასტურდება მისი 1 წლიანი ცხოვრების ფაქტი რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში“, - ვკითხულობთ დადგენილებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება