TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ქმედებების შესრულებაა შესაძლებელი ელექტრონულად ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში
29-01-2025
-
+


ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის და  ადმინისტრირების წესი ბრძანებითაა განსაზღვრულია. სისტემაშია ასახულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების,  საგანმანათლებლო პროგრამების, სისტემაში ელექტრონულად მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის,  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემი  (მხოლოდ მოსწავლეების შემთხვევაში).

ამასთან, აღსანიშნავია, რომ  სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შესაბამის ვადაში, ელექტრონულად მიმდინარეობს შემდეგი პროცესები:

ა) მოსწავლის ჩარიცხვა/გარიცხვა/ამორიცხვა;

ბ) მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერება/სტატუსის აღდგენა;

გ) მოსწავლის მიერ კლასის/სემესტრის დაძლევა;

დ) მოსწავლის მობილობა;

ე) საგაკვეთილო ცხრილის შექმნა, მათ შორის არჩევითი საგნის დამატება;

ვ) მასწავლებლებისთვის საგნების განაწილება;

ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობები;

თ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული სტატუსების ასახვა;

ი) დაწესებულებების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების არჩევა;

კ) ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გამოცდების შედეგების ასახვა;

ლ) იმ პირების შესახებ ინფორმაციის/მონაცემის ასახვა, რომელთაც მოიპოვეს საბაზო და/ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღების უფლება;

მ) წარჩინებულ მოსწავლეთა შესახებ ინფორმაციის/მონაცემის ასახვა;

ნ) სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგების შეჯამება, სამეურვეო საბჭოს/საბჭოს წევრის/წევრების უფლებამოსილების წარმოშობის და უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაცია;

ო) სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერება/აღდგენა; პ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა პროცესები. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება