სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ არის მნიშვნელოვანი მაგალითებით სწავლება
16-05-2025
-
+


პირადი მაგალითებით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური მეთოდია, რადგან ის ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ ახალი მასალა. ასევე, პირადი მაგალითებით სწავლება მოსწავლეებს უჩვენებს, თუ რამდენად შესაძლებელი თეორიული მასალის ცხოვრებაში გამოყენება.

გარდა ამისა, რამდენიმე მიზეზი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის პირადი მაგალითებით სწავლება ასეთი მნიშვნელოვანი:

მარტივად დამახსოვრება

როდესაც პედაგოგი ან სხვა ადამიანი პირად მაალითებს იყენებს საგაკვეთილო პროცესში, მასალა უფრო იოლად გასაგები ხდება და მარტივად შეიძლება მისი დამახსოვრება. ვიზუალური მაგალითები ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ თეორიული ინფორმაცია.

მეტი აღქმადობა

თეორიული ცოდნის მიღება სასარგებლოა, მაგრამ პირადი მაგალითების გაზიარება აძლიერებს მოსწავლეების აღქმადობის უნარს. 

შესაბამისი ქცევების განმეორება 

ბავშვები ხშირად ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ იმას, რასაც ეუბნება მასწავლებელი, არამედ იმას, როგორ იქცევა იგი. თუ მასწავლებელი აჩვენებს გუნდურ მუშაობას, შრომისმოყვარეობას და პატივისცემას, ეს გვაძლევს პირდაპირ მაგალითს, რომელიც მოსწავლეებს თანდათან ეხმარება ამ ქცევების დასწავლაში.

ნდობის და სანდოობის გაძლიერება

პირადი მაგალითების სწავლებაში გამოყენება ხშირად ზრდის ნდობასა და ურთიერთპატივისცემას პედაგოგსა და მოსწავლეებს შორის. როდესაც ბავშვი ისმენს მასწავლებლის პირად გამოცდილებას მაგალითების სახით, მას შეგრძნება ეუფლება, რომ ის რასაც თეორიულად ასწალიან, რეალურია.

მოტივაცია და ინსპირაცია

პირადი მაგალითები ხშირად მოტივაცის აძლევს სხვებს და მათ შთააგონებს, თვითონაც მიაღწიონ დასახულ მიზნებს. თუ ისინი ხედავენ წარმატებებს ან პროგრესს ვინმეს პირადი გამოცდილებიდან, ეს მათთვის შეიძლება მოტივაციის წყარო გახდეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება