სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რამდენი წლისაა სანტა კლაუსი, როგორია მისი ოჯახური მდგომარეობა და როდის აქვს დაბადების დღე? - საინტერესო დეტალები სანტას ცხოვრებიდან
04-01-2025
-
+


ალბათ, ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ბავშვის პოვნა, რომელმაც სანტა კლაუსის ან თოვლის ბაბუის შესახებ არაფერი იცის. პატარებმა იციან, რომ მათთვის ახალი წლის ღამე ჯადოსნური იქნება და კარგი ქცევისთვის თოვლის ბაბუა ნაძვის ხის ქვეშ საჩუქარსაც დაახვედრებს.

ვიცით, რომ სანტა კლაუსი ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს და საჩუქრებს ირმებისა და ელფების დახმარებით არიგებს. ასევე, ცნობილია, რომ მას ცოლი - მისის კლაუსი ჰყავს და ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. თუმცა, ოდესმე გიფიქრიათ, როდის აქვს დაბადების დღე სანტას ან რამდენი წლისაა? - ამ კითხვებზე პასუხს ჩვენი სტატია გაგცემთ. 

ზუსტად რამდენი წლისაა სანტა?

სანტა, 2024 წლის მონაცემებით, 1754 წლისაა. გავრცელებული ლეგენდის თანახმად, სანტა კლაუსის სახელი წმინდა ნიკოლოზს უკავშირდება. ის 270 წელს, ბერძნულ ოჯახში, ზღვისპირა ქალაქ მირასთან, 15 მარტს დაიბადა. დღეს ეს ტერიტორია თურქეთის ნაწილია. სანამ მას სანტა კლაუსად მოიხსენიებდნენ, საუკუნეები გავიდა. ზოგადად კი, წმინდა ნიკოლოზის სახელი ბევრ სიკეთესთანაა დაკავშირებული. ის ოჯახებს მატერიალურად ეხამარებოდა და ადრეული გადმოცემების თანახმად, მას მიეწერება აღელვებული ზღვის დაწყნარება და სიკვდილით დასჯისგან სამი უდანაშაულო ჯარისკაცის გადარჩენა. წმნიდა ნიკოლოზი მეზღვაურებისა და ბავშვების მფარველადაც მიიჩნევა. 

როგორ მივიდა სამყარო წმინდა ნიკოლოზიდან თოვლის ბაბუამდე?

TIME-ის ცნობით, წმინდა ნიკოლოზის შესახებ ლეგენდა მე-16 და მე-17 საუკუნეებში მთელ ევროპაში გავრცელდა. ნიდერლანდებში წმინდა ნიკოლოზის დღეს აღნიშნავდნენ. ამ დღეს ვიღაც წმინდანის ტანსაცმელს იცვამდა, კარდაკარ დადიოდა და ბავშვებს პატარა საჩუქრებს ან ნახშირს უტოვებდა. ეს იმის მიხედვით, რამდენად კარგად ან ცუდად იქცეოდნენ წლის განმავლობაში. 

ასევე აღსანიშნავია, რომ მკვლევარების აზრით, მაინც იდუმალია, როგორ დამკვიდრდა წმინდა ნიკოლოზის შესახებ გავრცელებული ლეგენდა ჩრდილოეთ ამერიკაში. 1770-იან წლებში, ნიუ-იორკის ერთ-ერთ გაზეთში მოხსენიებული იყო „წმინდა ნიკოლოზი, რომელსაც სხვაგვარად თოვლის ბაბუას ეძახიან“. ეს არის შეერთებულ შტატებში სანტა კლაუსის შესახებ პირველი ცნობილი მინიშნება.

ერთ-ერთი შეხედულების თანახმად, აშშ-ში, კერძოდ, ნიუ-იორკში, ჩრდილოეთ კაროლინასა და პენსილვანიაში ბევრი შვეიცარიელი დასახლდა. ივარაუდება, რომ სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც სანტა კლაუსს ამ სახელით ვიცნობთ. უფრო გასაგები რომ იყოს, შვეიცარიელები წმინდა ნიკოლოზის დღეს აღნიშნავდნენ. ამას შვეიცარიულ-გერმანულის სხვადასხვა დიალექტზე Samichlaus ან Santi-Chlaus ეწოდებოდა. ამ თეორიის მიხედვით, რა თქმა უნდა, ადვილი მისახვედრია, როგორ შეიძლება „სანტი-კლაუსი“ დროთა განმავლობაში „სანტა კლაუსად“ გადაქცეულიყო.

რამდენი წლისაა სანტას ცოლი, ქალბატონი კლაუსი?

ქალბატონი კლაუსი, ქმართან შედარებით, უმცროსია. ის ახლა 1142 წლისაა. საინტერესოა, რომ მისი დაბადების დღე 25 დეკემბერსაა, მაშინ, როდესაც კათოლიკური სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს. სანტა კლაუსის ცოლი პირველად ფილადელფიაში მცხოვრები ქრისტიანი მისიონერის ჯეიმს რისის მოთხრობაში „საშობაო ლეგენდა“ არის ნახსენები. მოთხრობის მთავარი გმირები მოხუცი ქალი და კაცი არიან, რომლებიც, როგორც დაღლილი მგზავრები, თავს უცხო ოჯახში აფარებენ. მეორე დილით, ამ ოჯახში მყოფი ბავშვები უამრავ საჩუქარს პოულობენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - როდის არის სავალდებულო საფეხურის ქულის ცვლილება

პრიორიტეტი ენიჭება პედიატრიის, საოჯახო მედიცინის ან ზოგადი პროფილის ექიმს - დაზუსტდა, რა შემთხვევაში უნდა ჰყავდეს სკოლას 2 ექიმი

სპეცმასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 2 წლიანი სტაჟის გარეშე ვერ ჩაირიცხებით - ცვლილებების პროექტი ცნობილია

განათლების სამინისტრო სესიებს ჩაატარებს - დეტალები

1-ელი მაისი სკოლის დირექტორთა საერთაშორისო დღეა - დაარსების იდეა ამერიკელ პედაგოგს ეკუთვნის

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია კორძახია

 

 

საინტერესო აქტივობაში პატარები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მუსიკა ასრულებს ქართულ კინოში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება