| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ლეგენდარული ფრანგი შანსონიეს, კომპოზიტორისა და პოეტის, შარლ აზნავურის 100 წლის იუბილეს.
„ეს საღამო იყო სიყვარულითა და პატივისცემით ორგანიზებული კულტურისა და ხელოვნების ნამდვილი დღესასწაული“, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პედაგოგ ელმირა ქსპოიანის ორგანიზებულმა ღონისძიებამ გააერთიანა მოსწავლეები, მასწავლებლები და სტუმრები.
ბავშვებმა წარმოთქვეს შარლ აზნავურის ლექსები, გაიხსენეს მისი ბიოგრაფია და მემკვიდრეობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მის მუსიკალურ შემოქმედებას.
„მოსწავლეების ცეკვებმა სცენას სიხარული და ემოციები შემატა“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა