| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადგილობრივ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებაში ფუნქციონირებს 41 სტრუქტურული ერთეული, 77 სასწავლო სააღმზრდელო ჯგუფით 1575 აღსაზრდელით, 464,25 საშტატო ერთეულზე დასაქმებული 528 მუშაკით.
2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით 1 აღსაზრდელზე დღიური კვების ღირებულება შეადგენდა 4.20 ლარს. სასწავლო წლის პირველი ნახევარში კვების დღიურმა ღირებულებამ შეადგინა 3,62 ლარი. მიმდინარე წელს კვების მუხლში გამოყოფილი თანხა სრულად საკმარისი აღმოჩნდა მთელი წლის კვების საჭირო პროდუქტების შესაძენად, 2025 წლისთვის აღნიშნული რაოდენობის რესურსი საკმარისი იქნება კვების პროდუქტების მთელი წლის მარაგის შესაძენად.
შერეულ ჯგუფებში ბავშვთა ზღვრული რაოდენობა 15-ია, უმრავლეს სოფლის ბაღში კი 25-30 აღსაზრდელია, რის გამოც ახალი ჯგუფების გახსნის აუცილებლობა დგება.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის, ასევე სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისათვის ჯანმთელობის ხელის შეწყობის მიზნით, საჭიროა სამედიცინო დაზღვევის რესურსის არსებობა. რომლისთვისაც 2025 წლის ბიუჯეტში რესურსი გათვალისწინებულია“, - აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა