| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრ სკოლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს:
დაფინანსების არსებული სისტემის კომპლექსურ შესწავლას, რომელიც დასრულდება 2024 წლის დეკემბერში. ეს ამოცანა მოიცავს:
არსებული დაფინანსების მოდელის შეფასებას - რამდენად პასუხობს სკოლების დაფინანსების არსებული მოდელი თანაბარი ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობის, ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და ხარჯთეფექტურობის კრიტერიუმებს;
სკოლების დაფინანსების პოლიტიკაში ბოლო 20 წლის განმავლობაში გატარებული ცვლილებების შეფასებას სკოლების დაფინანსების საერთაშორისო ტენდენციების ჭრილში;
საჯარო სკოლების საჭიროებების სიღრმისეულ შესწავლას და მიგნებებიდან გამომდინარე, დაფინანსების მოდელის ცვლილების ამოცანების განსაზღვრას.
დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებას და პილოტირებას. პილოტირების დაწყება დაგეგმილია 2025 წლის სექტემბრის თვეში. პილოტირების შედეგებზე დაყრდნობით, დაიხვეწება დაფინანსების საპილოტე ვერსია და სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი ძალაში შევა 2027 წლიდან.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა