სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო დისკუსია და ფილმის ჩვენება - ქუთაისის N38 სკოლაში აღზრდისა და თაობათა შორის ურთიერთობის შესახებ აქტივობა გაიმართა 
20-12-2024
-
+


ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, აღზრდასა და თაობათა შორის ურთიერთობას ეხებოდა აქტივობა, რომელიც მე-7ა კლასში განხორციელდა. მას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მ.კიკვაძე ხელმძღვანელობდა.

მის ფარგლებში, მშობლებთან ერთად, მეტად აქტუალურ საკითხზე დებატები გაიმართა. კერძოდ, ორგვარი შეხედულების ირგვლივ იმსჯელეს:

ა) მკაცრი მეთოდებით აღზრდა სასარგებლოა თავად ბავშვისთვის, ის გასაჭირში უფრო გამძლე და მობილიზებული ხდება.

ბ) მკაცრი მეთოდები ბავშვებში აგრესიასა და საკუთარ ძალებში დაეჭვებას ავითარებს და, შესაბამისად, ამიტომაც არაა გამართლებული.

მშობლებმა, მოსწავლეებმა, დამსწრე პედაგოგებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი აღნიშნული მოსაზრებების შესახებ. მათვე სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე, ნახეს ვიდეონაწყვეტები ფილმიდან - „,კუკარაჩა“, განიხილეს ასტრიდ ლინდგრენის „ქვა თაროზე“. მოსწავლეებმა საზოგადოების წინაშე წარადგინეს პროექტები: „ჩაგვრა და ძალადობა დაუშვებელია“. გარდა ამისა, წაიკითხეს ამონარიდები შესრულებული ესეებიდან, ასევე გაიხსენეს გამონათქვამები ბავშვებსა და ბავშვობაზე. ბავშვებმა მშობლებსა და პედაგოგებს, სიყვარულისა და მშვიდობის ნიშნად, თაროზე დასადებად, ქვის ნაცვლად, ქაღალდის გულები და მტრედები უძღვნეს საჩუქრად.

აქტივობის ბოლოს, პედაგოგმა მ.კიკვაძემ მხატვრულად წაიკითხა შოთა ნიშნიანიძის ლექსი - „ბავშვები“, ხოლო მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერა - „მშობლები და ბავშვები“.

აქტივობა დადებითად შეაფასეს და შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვეს სკოლის დირექტორმა ალექსანდრე კერესელიძემ და პედაგოგებმა.

„მშობელთა ჩართულობას მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დიდია ოჯახისა და სკოლის როლი და პასუხისმგებლობა მოზარდის სწავლა-აღზრდის საქმეში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება