სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და თიანეთის N2 და ზარიძეების საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით გამართული საინტერესო ინტელექტუალური თამაში
20-12-2024
-
+


თიანეთის N2 და ზარიძეების საჯარო სკოლებში როგორ მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, თიანეთის N2 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში გაიმართა ინტელექტუალური თამაში - „რა, სად, როდის“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამავე სკოლის მე-12 კლასელებმა და ამასთანავე ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

აღნიშნულ სკოლებს შორის გაფორმდა მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ამავე სკოლის დირექტორებმა - ნატალია ოთარაშვილმა და ზვიად გიანაშვილმა. 

თამაში, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. ინტელექტუალურ შერჯინებაში კი გამარჯვება მოიპოვა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა - „მთავარმა“.

ღონისძიებას სტუმრობდნენ განსაკუთრებული სტუმრები. სკოლაში მადლობას უხდიან მათ და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მობრძანებისთვის და დროის გამონახვისთვის  ილია წინამძღვრიშვილის თიანეთის ფილიალის კოლეჯის დირექტორს - თათია ბადურაშვილს, ასევე ამავე კოლეჯის ლექტორს - ინგა ჩიტაურს და თამაზ ჯანგირაშვილს ამასთანავე, ისტორიკოსს - მიშა მგელიაშვილს.

ასევე, ჩვენი სკოლის სახელით, მადლობას მოვახსენებთ ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების პროექტების ფარგლებში აქტიური ჩართულობისთვის და ინიციატივისთვის, რომ არა თქვენი დაინტერესება ეს დღე არ შედგებოდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება