TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჯარში გაწვევის შემთხვევითი შერჩევის წესი დამტკიცდა
19-12-2024
-
+


საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესი, რომლის მიზანიცაა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ელექტრონული სისტემის მიერ ჩატარებული ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, წვევამდელების შერჩევა.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევას ექვემდებარება 18 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც იმყოფება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვს გაწვევისგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი.

შემთხვევითი შერჩევა ხორციელდება ყოველი კალენდარული წლის 31 იანვრამდე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

საკუთარი სურვილით გაწვევის მიზნით, წვევამდელს შეუძლია გამოთქვას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებია:

ა) საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვე;

ბ) დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე;

გ) უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის − 11 თვე.

სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთის თავისი შეხედულებისამებრ არჩევის უფლება აქვს:

ა) თავდაცვის კოდექსის შესაბამისად გაწვევის გადავადების უფლების მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელმაც გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი;

ბ) პირს, რომელმაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახებამდე გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი;

გ) თავდაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა 30 პროცენტით მეტი ოდენობით.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე შერჩეული წვევამდელების გაწვევა ხორციელდება თავდაცვის კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება