სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგანმანათლებლო რესურსცენტრების დაფინანსების ოდენობა ცნობილია - რამდენი ლარი დაირიცხება მუნიციპალიტეტების მიხედვით
17-01-2025
-
+


აჭარის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში  გაწერილია განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში საგანმანათლებლო რესურსცენტრებს განესაზღვრათ შემდეგი ვალდებულებები:

„კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში კონტროლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო
დაწესებულებებში;

საინფორმაციო ბანკის შექმნა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ-საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ;

ხელი შეეწყობა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და პროგრამების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტისა და პროგრამის პილოტირებას, დანერგვასა და მონიტორინგს“.

გარდა ამისა ცნობილია, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რა დაფინანსებას მიიღებენ ა/რ განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები მუნიციპალიტეტების მიხედვით:

ბათუმის რესურსცენტრის დაფინანსება 2025 წელს იქნება 410 800, 2026 წელს - 397 000, 2027 წელს - 400 000, ხოლო 2028 წელს 410 000 ლარი;
ქობულეთის რესურსცენტრის დაფინანსება 2025 წელს იქნება - 349 050, 2026 წელს - 343 000, 2027 წელს - 360 000, ხოლო 2028 წელს - 360 000;
ხელვაჩაურის რესურსცენტრის დაფინანსება 2025 წელს იქნება, 415 840, 2026 წელს - 343 000, 2027 წელს - 360 000, 2028 წელს 360 000 ლარი იქნება;
ქედის რესურსცენტრის დაფინანსება 2025 წელს 422 100, 2026 წელს 349 000, 2027 წელს 360 000, ხოლო 2028 წელს 360 000 ლარი იქნება;
შუახევის რესურსცენტრის დაფინანსება 2025 წელს 425 020, 2026 წელს - 352 000, 2027 წელს - 360 000, ხოლო 2028 წელს 360 000 ლარი იქნება;
ხულოს რესურსცენტრის დაფინანსება 2025 წელს 427 630, 2026 წელს 353 000, 2027 წელს 360 000, ხოლო 2028 წელს 360 000 ლარი იქნება.





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება