სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეთა გასვლითი ღონისძიება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში
26-11-2024
-
+


მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სავსეა საგანმანათლებლო თავგადასავლებით. 

სკოლის VI კლასის მოსწავლეები, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს კუთხეების უკეთ გაცნობის მიზნით, ეწვივნენ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ღია ცის ქვეშ.

აქტივობა დაიგეგმა „ჩვენი საქართველოს” მასწავლებლის -  ქეთევან რაზმაძის ინიციატივით. გასვლით ღონისძიებაში ასევე ჩართულნი იყვნენ ისტორიის მასწავლებელი ეკა ხოხობაშვილი და კლასის დამრიგებელი ნათია ხურცილავა.  

მოსწავლეები გაეცნენ XVIII - XIX საუკუნეების საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხოვრებელი სახლებს და იმ დრიუნდელ ადამიანთა ყოფა-ცხოვრებას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან მოსწავლეთა დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია მუზეუმის ისტორიულმა მონუმენტებმა (საწნახელი, მარნის ატრიბუტები, სამეურნეო იარაღები, დარანის ტიპის საცხოვრებელი, გვირგინი).

დღის ბოლოს მოსწავლეებმა, ახლადმიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შეასრულეს შემაჯამებელი ტესტი. 

„გამოიკვეთა, რომ არასაგაკვეთილო სივრცეში დაგეგმილმა აქტივობამ გაზარდა მოსწავლეთა  მოტივაცია და ინტერესი საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ხალხური ხუროთმოძღვრების ნიმუშების მიმართ“,- დასძენენენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება