| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს - ზეინაბ სუხიტაშვილს გლოვობს.
პედაგოგი 49 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს - განათლებული და ინტელექტუალური თაობის აღზრდას. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.
სკოლაში მას ახასიათებენ, როგორც ღირსეულ პიროვნებას, პროფესიონალ მასწავლებელსა და სამაგალითო კოლეგას და ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მისი გარდაცვალების გამო.
„სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატავად, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის...
ჩვენი კეთილშობილი, ამაგიანი, ღვაწლმოსილი ზეინაბ მასწავლებელი წავიდა და დაგვიტოვა უსასრულო სევდა...
ქალბატონო ზეინაბ, 49 წლის განმავლობაში ასწავლიდით (გვასწავლიდით), რომ თავისუფლების, სიყვარულის, ღირსების, სამართლიანობის, პატიოსნებისა და ზნეობის მხარეს უნდა დადგნენ (დავდგეთ). ისიც კარგად იცოდით, რომ ამ ყველაფერს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა და თქვენ ეს არ დაგიშურებიათ, რადგან იცოდით, რომ რასაც ასწავლიდით, იმას ადამიანებისთვის ბედნიერება უნდა მოჰქონდეს და არა იმედგაცრუება.
თქვენი ცხოვრების მთავარი სიტყვა იყო „პასუხისმგებლობა“ და სხვებისგანაც იგივეს ელოდით. ალბათ ბევრჯერ დაგისვამთ კითხვა საკუთარი თავისთვის „როგორ ვიცხოვრე?“
ჩვენ გაგცემთ პასუხს: თქვენ ღირსეულად იცხოვრეთ. ახლა, როცა შორეულ გზას დაადექით, თქვენთან ერთად იქნება ის წიგნი, რომელშიც თქვენი ცხოვრებაა აღწერილი და ამ წიგნის არასოდეს შეგრცხვებათ.
თქვენ უხდებოდით ჩვენს სკოლას, სოფელს, თქვენ გვჭირდებოდით ჩვენ-ყველას. მიდიხართ და მიგაქვთ თქვენთვის სალოცავ ხატად გამხდარი სკოლისა და თქვენი კოლეგების საოცრად ნატკენი გული...
ეს ტკივილი და ეს ცრემლი გინათებდეთ იმქვეყნად ღირსებით მიმავალ გზას წინაპართა აჩრდილებთან ღირსეულად შესახვედრად“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
etaloni.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი და ღირსეული პიროვნების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს სკოლასა და ოჯახს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია
ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ