სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის საინტერესო და მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება გაზეთის ფურცლებზე მოხვდა  
22-11-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის ცხოვრება მრავალეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, მოტივირებული მოსწავლეები და პოფესიონალი პედაგოგები სკოლის ისტორიას დაუვიწყარი დღეებით ამდიდრებენ. 

ამჯრად, სკოლას ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური სტუმრობდა, ეს ფაქტი ადგილობრივი რედაქციის, გაზეთ - „შირაქის“, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და მისი ფურცლებზე, კიდევ ერთხელ მოხდა არხილოსკალოს საჯარო სკოლის მრავალფეროვანი ღონისძიება. 

სკოლის დირექცია გულწრფელ მადლობას უხდის გაზეთ „შირაქის“ რედაქტორს, ილია მარტყოფლიშვილს, სკოლის საქმიანობის დაინტერესებისა და მასალების გაზეთში გამოქვეყნებისათვის.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით პროექტის ორგანიზატორებს: ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს, საქართველოს ფეხბურთის ხელმძღვანელს, მამუკა კვარაცხელიას და ჟურნალისტს, ნოე სულაბერიძეს.

ასევე, სკოლა დიდ მადლობას უხდის მასწავლებლებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგთა შრომისა და მონდომების გარეშე სტატია, სათაურით - „ლაშა ბექაურთან შეხვედრა მშობლიურ სკოლაში“, ვერ მოხვდებოდა გაზეთის ფურცლებზე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გაზეთ „შირაქის“ რედაქტორი დაუკავშირდა სკოლის დირექტორს და ჩაწერა ინტერვიუ, რომელშიც კიდევ უფრო დეტალურად გაანალიზდა და გამოიკვეთა ლაშა ბექაურთან შეხვედრის მნიშვნელობა სკოლისა და მოსწავლეებისთვის.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინტერვიუმ გამოკვეთა ღონისძიების არა მხოლოდ სპორტული, არამედ საგანმანათლებლო და მოტივაციური მხარე, რაც სკოლის ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

„გისურვებთ წარმატებებს გაზეთ „შირაქს“ და მის მთელ გუნდს! ღირსეულად გააგრძელეთ თქვენს საქმეში სიზუსტისა და სილამაზის შეტანა!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო: 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება