| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს: ლიზი ქადაგიშვილსა და მარიამ მინდორაშვილს, საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მათი მიღწევებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ საინტერესო აღმოჩენებითა და ძიებით სავსე მომავალს.
ჩვენ კი ვისურვებთ არ მოჰკლებოდეს სკოლას ასეთი შრომისმოყვარე, წარმატებული, პედაგოგებისა და მშობლების ამაგის დამფასებელი თაობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“