| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი მხატვრული და ესთეტიკური უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეებმა და ხელოვნების მასწავლებელმა, შორენა ასანიძემ, ხელოვნების კვირეული მოაწყვეს.
ბავშვებმა თემატურად ხელოვნების კვირეული შემოდგომის სეზონს დაუკავშირეს და შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს, რომლებიც სასკოლო სივრცეში გამოფინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა სამხატვრო ოსტატობამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ზიგიერთი მხატვრული ნამუშევარი გრაფიკულ სტილში იყო წარმოდგენილი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“