სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N104 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის  დაბადების დღე საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა  
21-11-2024
-
+


ქალაქ თბილისის N104 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებული შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტიობებით, რომლებიც ეხმიანება მნიშვნელოვან თარიღევს და მიზანმიმართულია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ. 

მათ შორის გახლდათ, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის  ილია ჭავჭავაძის  დაბადების დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები.

მოსწავლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ილია ჭავჭავაძე  1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. ხაზი გაუსვეს მის როლს და აღნიშნეს, რომ მისი გავლენა მნიშვნელოვანია მე-19 საუკუნის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

ბავშვებმა ის მთავარი შეგონებაც გააჟღერეს, რასა ილია ჭავჭავაძე წერდა და რაზეც ქართველი თაობები აღიზარდა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება“. 

სასკოლო-სასწავლო აქტივობების ფარგლებში მე-3 კლასის მოსწავლეებს შორის  ილია ჭავჭავაძის პოეზიაზე დაფუძნებული კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა, რომლსაც მასწავლებელი მარეტტა შახდინარიანი ხელმძღვანელობდა. 

მე-4 კლასის მოსწავლეები იყვნენ სტუმრად ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, გასვლითი აქტივობა კი, მასწავლებელის სირანა კალოიანის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა კი, სკოლაში წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე  - „საქართველოს უგვირგვინო მეფე“. ხელმძღვანელი მასწავლებელი კი - ალმარი სირადეგიანი გახლდათ. 

მე-11 კლასის მოსწავლეებმა უყურეს ფილმს - „კაცია ადამიანი“ და ნაწარმოებში მოცემულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გამართეს დისკუსია, აქტივობას მასწავლებელი ლალი ჯავახიძე ხელმძღვანელობდა. 

მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ესეების კონკუსი  და გამოუშვეს კედლის გაზეთი - „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“, ხელმძღვანელი მასწავლებელი ლია ნაცვლიშვილი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება