სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დილისკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად იქცა 
08-11-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

სომხური ენის მასწავლებელმა, სედა მანასიანმა, ბავშვებს საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი შესთავაზა, რომელშიც ისინი დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

„ვეცადე ყოფილიყო საზეიმო განწყობა, მრავალფეროვანი სახალისო აქტივობები და პოზიტიური გარემო, რათა ეს გაკვეთილი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ყოფილიყო ბავშვებისთვის“, - ამბობს  დილისკის N1 საჯარო სკოლის I კლასის დამრიგებელი, სომხური ენის მასწავლებელი, სედა მანასიანი.

ღონისძიება „ანბანის შებრძანება“ სახალისო და პოზიტიურ გარემოში წარიმართა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, გამოცანები და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„გაკვეთილზე გამოყენებული იყო საინფორმაციო ტექნოლოგიები. ასევე, სიმღერები და ცეკვები კიდევ უფრო ალამაზებდა ღონისძიებას“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება