სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნორჩი მხატვარი“- არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სახელოვნებო-მუსიკალური ღონისძიება გაიმართა 
08-11-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

7 ნოემბერს, სკოლაში V-XI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, სახელოვნებო-მუსიკალური ღონისძიება - „ნორჩი მხატვარი“ ჩატარდა. ამ ღონისძიების მიზანი მოზარდების ხელოვნებისადმი ინტერესის წახალისება, მათი შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენა და განვითარების ხელშეწყობა გახლდათ.

სკოლის სააქტო დარბაზში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. სადაც წინასწარ შერჩეულმა კომისიამ, ხმათა უმრავლესობითა და ბიულეტინების დათვლის შედეგად, გამოავლინა სამი გამარჯვებული მხატვარი. 

საპრიზო ადგილები შემდეგმა მოსწავლეებმა დაიკავეს:

  • I ადგილი - გოჩა წიკლაური (VIII კლასი);
  • II ადგილი- ლუკა ბუჩუკური (V კლასი);
  • III ადგილი- ნიკოლოზ ბუთხუზი (VIII კლასი).

ყველა მონაწილეს სამახსოვრო სიგელი გადაეცა, ხოლო გამარჯვებულები, სკოლის დირექტორის მხარდაჭერით, სპეციალური ფასიანი საჩუქრებით – სახატავი ტილოებით, საღებავებით, სკეჩმარკერებითა და ფანქრებით დაჯილდოვდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების დამსწრე საზოგადოება მოსწავლეების ნამუშევრების თვალიერებისას აღტაცებას ვერ მალავდა. სკოლის დირექცია გულწრფელ მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ამ დაუვიწყარი ღონისძიებისთვის და წარმატებას უსურვებს მათ შემდგომ საქმიანობაში. 

„თითოეული ნამუშევარი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა, რადგან მასში ჩადებული იყო დიდი შრომა, ენერგია და შემოქმედებითი ხედვა. იმ დღეს, სკოლის დარბაზში მართლაც ამაღელვებელი და მხიარული გარემო სუფევდა. მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებელთან ერთად მაყურებელს შესთავაზეს როგორც ხალხური, ისე თანამედროვე მუსიკალური ნომრები, ხოლო IX-XI კლასის გოგონებმა განსაკუთრებული ემოცია შექმნეს საგალობლის შესრულებით.

ღონისძიებამ არა მხოლოდ მოსწავლეების ნიჭი წარმოაჩინა, არამედ განამტკიცა მათი ინტერესი ხელოვნებისადმი, გაამყარეს ერთმანეთთან კავშირი და შემოქმედებითი ურთიერთობა. ეს დღე ყველასთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა და დატოვა სასიამოვნო მოგონებები, რომლებიც დიდხანს გაჰყვება დამსწრე საზოგადოებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება