სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი
07-11-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა განმავითარებელი გარემოა შექმნილი. იქ პროფესიონალი პედაგოგები ახალგაზქდების წარმატებიულ მომავალზე ზრუნავენ და სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, მიღებული ცოდნის განმტკიცების მიზნით, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თემატიკის ფარგლებში, მე-10კლასის მოსწავლეებს ისტორიასა და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ.

მას საგნის პედაგოგები - იოსებ აფაქიძე და მაყვალა ანთაძე უძღვებოდნენ. 

გაკვეთილის თემა გახლდათ იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება“ და მე-7 საუკუნის ქართლის პოლიტიკურ-სოციალური ვითარება.

მოეწყო გასვლითი აქტივობა და მოსწავლეებმა ნასწავლი მასალა წმინდანის წამების ნიშთან განამტკიცეს. ასევე, პედაგოგებთან ერთად, სიღრმისეულად ისაუბრეს VII საუკუნის პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებებზე და ამ ვითარებების ნაწარმოებში ასახულ მოვლენებთან კავშირზე.

„სწორედ ასეთი საინტერესო გაკვეთილებით გამოირჩევა საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია, რომელსაც პედაგოგები მუდმივად, აქტიურად უზრუნველყოფენ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება