| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან და წარმატებას აღწევენ.
მათ შორის, პედაგოგ ინგა ჩადუნელის სადამრიგებლო - IXა კლასის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“, 2024 წლის გაზაფხულის სეზონზე, საქართველოს მაშტაბით, პირველი ადგილი მოიპოვეს. მათ დიპლომები და შესაბამისი ჯილდო გადაეცათ.
აღნიშნული გუნდის სახელწოდება „უთავბოლოები“ გახლავთ, გუნდის კაპიტანი - თამაზი კაბულაშვილი იყო, ხოლო წევრები - მართა ალთუნაშვილი, სალომე გოგილავა, ნინო ახალმოსულიშვილი, გიორგი სულეიმანაშვილი.
ასევე, აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის პედაგოგ თეა ხარაზიშვილის სადამრიგებლო - VIა კლასის მოსწავლეები, საქართველოს მაშტაბით, მე- 5 და მე-6 კლასის ასაკობრივ ჯგუფში, VI ადგილზე გავიდნენ. მათი გუნდის სახელწოდება „თამარელები“ იყო, გუნდს ელენე დოლენჯაშვილმა უკაპიტნა, ხოლო წევრები - ნათია ენდელაძე, ლუკა ჯღარკავა, ლიზი არევაძე, სალომე ზურაბიშვილი და ანა ტატანაშვილი გალხდათ.
სკოლა-გიმნაზის დირექცია ულოცავს მათ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტო:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი