სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასელი ბარბარე ხიზანეიშვილი ლიდერ მოსწავლეთა კონკურსის მონაწილედ შეირჩა
07-11-2024
-
+


ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტებში წარმატებით მონაწილეობენ.

მათ შორისაა მე-8 კლასის მოსწავლე ბარბარე ხიზანეიშვილი. ის, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში „სამოქალაქო განათლების ჩემპიონების პროგრამაზე“ გამოცხადებულ ლიდერ მოსწავლეთა კონკურსის მონაწილედ შეირჩა.

ბარბარე მიიღებს მონაწილეობას ორდღიან ბანაკში ქალაქ წყალტუბოში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბანაკში მონაწილეებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია კლუბების მუშაობის შესახებ, ხოლო ორდღიანი ბანაკის დასრულების შემდეგ მონაწილეები შექმნიან თავიანთ მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო განათლების კლუბებს, რომლებიც უახლოესი სამი თვის განმავლობაში იმუშავებენ სხვადასხვა სათემო პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზებზე.

სკოლაში მისით ამაყობენ და პედაგოგთან ერთად, ულოცავენ ამ წარმატებას.

„ვულოცავთ ბარბარესა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თინათინ გულეიშვილს ამ დამსახურებულ წარმატებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება