| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლის მოტივირებული მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლაში“ მონაწილეობდნენ, სადაც მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს.
აღსანიშნავია, რომ თამაშისთვის მოსწავლეთა გუნდები დამკომპლექტდა.
პედაგოგ მაკა ჯალაღონიას სადამრიგებლო მე-3 - მე-4 კლასის მოსწავლეთა გუნდმა - „არწივი“, რომლის შემადგენლობაშიც მოსწავლეები: ილია მაკალათია, ილია გოგინავა, გეგა ჯალაღონია და ნიკოლოზ ბოკუჩავა იყვნენ, ჯამში 47 ქულა დააგროვა.
გუნდმა - „შევარდენი“, რომელიც მე-5 კლასის შემდეგი მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული: სანდრო ჭანტურია, ზურაბ ცნობილაძე, მარიამ თუნგია, სოფიკო კოკაია, გენადი კიზირია, ჯამში 76 ქულა დაიმსახურა. კლასის დამრიგებელი კი ქრისტინე ბირკაია გახლავთ.
მეექვსე კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა - „ლომები“ 61 ქულა მოიპოვა. მის შემადგენლობაში იყვნენ მოსწავლეები - გვანცა ბოკუჩავა, ლიკა კიზირია, ლუკა არჩაია, ილია გერენავა, ლომინო კილასონია.
პედაგოგ იზოლდა ცვარიანის სადამრიგებლო მე-8 კლასის გუნდმა „ცოდნის ლამპარმა“ 78 ქულა დააგროვა. გუნდის წევრები იყვნენ - მარიტა მაკალათია, გიორგი ბოკუჩავა, ლიზი ბოკუჩავა და ლუკა ფუტკარაძე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი