სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქობულეთის N3 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე - ანასტასია შავიშვილი მეცნიერების ფესტივალზე საინტერესო დემონსტრაცია- ექსპერიმენტებით წარდგა 
06-11-2024
-
+


თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლის ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, VIII კლასის მოსწავლე - ანასტასია შავიშვილი მეცნიერების ფესტივალში - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეობდა. მან ფესტივალზე მოხსენება/პროექტი - „განახლებადი ენერგიების წყაროები და ინოვაციები“ ფიზიკის პედაგოგის, მირანდა ხაჯიშვილის ხელმძღვანელობით წარადგინა. 

აღსანიშნავია, რომ მისი პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გადმოცემული STEAM მოწყობილობების გამოყენებით მომზადდა. 

მეცნიერების ფესტივალი ბათუმის შოთა რუსათველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

„პროექტი წარგენილი იქნა ბსუ-ის ფიზიკის დეპარტამენტისათვის დათმობილ სივრცეში.  ანასტასია შავიშვილმა წარადგინა სხვადასხვა დემონსტრაცია- ექსპერიმენტი რეალურ გარემოში და დაიმსახურა აუდიტორიის დადებითი შეფასებები“,- გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება