| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია კი ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
ახლახან, ტოლოშის საჯარო სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თამბაქოს, ნარკოტიკების და სხვა მავნე ნივთიერებების მოხმარება/ გამოყენების შესახებ.
შეხვედრა წარიმართა სკოლის პედაგოგების - თამაზ იველაშვილის და ელდარ ზაზაძის აქტივობით. ასევე შეხვედრაზე ისაუბრა სკოლის ექთანმა - მარიამ მაღრაძემ და სხვა დამსწრე პედაგოგებმა.
მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება და მოსაზრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ბავშვებმა იმსჯელეს, ისუბრეს, დასვეს კითხვები, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება, გააკეთეს დასკვნები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ყველა ერთხმად შეჯერდა და დაასკვნა, რომ თამბაქოსა და ნარკოტიკის გამოყენება მავნებელია ნებისმიერ ასაკში ნებისმიერი ადამიანისთვის.
„მადლობა პედაგოგებს და მოსწავლეებს ნაყოფიერი შეხვედრისთვის. დღევანდელი დღე იქნება სტარტი ახალი სასწავლო წელი ნაყოფიერი და წარმატებული იყოს სასკოლო საზოგადოებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი