სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველოსთვის ქედმოუხრელი - ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ - საინტერესო პრეზენტაცია ქუტირის საჯარო სკოლაში
24-10-2024
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას. ამ მიზნით კი არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

წელს, 1924 წლის აჯანყებიდან 100 წელი გავიდა, ამ თემაზე კი,  საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ მოაწყო საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „საქართველოსთვის ქედმოუხრელი - ქაქუცა ჩოლოყაშვილი“. 

აღსანიშნავია, რომ კათედრის უფროსმა მასწავლებელმა - აკაკი რუხაძემ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა 1924 წლის აჯანყებაზე, ქაქუცასა და შეფიცულებზე და მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინა სიუჟეტურად შეკრული, კომპოზიციურად დალაგებული აჯანყების მიზეზები, შედეგები და შეფასებები. 

თანამედროვე ეპოქალურ-ისტორიული ექსკურსი გააკეთა მაია ფეიქრიშვილმა. მან ხაზი გაუსვა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ღირსეულად საქართველოს დამკვიდრებას ევროპაში, რაც უნდა გახდეს საფუძველი საქართველოს გამთლიანებისა.

„აი, მაშინ ექნება ქაქუცას, შეფიცული მისი ძმების და სხვა მრავალ ქართველ გმირთა თავგანწირვას აზრი...მშვიდობით და ღირსებით ევროპაში! მადლობა ჩვენს მოსწავლეს თემურ ჯღარკავას, რომელმაც დახატა ქაქუცას - ეროვნული გმირის სურათი და უსახსოვრა  სკოლას. დიდება გმირებს“, - აღინიშნა პრეზენტაციაზე. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

„მოსწავლეს უხარია, როდესაც ხედავს საკუთარ წარმატებას, იღებს აღიარებას და გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა დაფასებულია“

„ახალმა რეგულაციებმა როგორც პედაგოგებში, ასევე მშობლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია“

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება